ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

“თოქ შოუ შუადღე”-ში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ეროვნული გამოცდების შესახებ ისაუბრა.
” სტატისტიკა მართლაც საინტერესოა, წელს წინა წლებისგან განსხვავებით საკმაოდ დიდი რაოდენობა გვყავს აპლიკანტების, ეს მხოლოდ აბიტურიენტებს არ ეხება. 40 000 ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა გამოცდებზე რაც თავისთავად სასიხარულოა.”
ეროვნული გამოცდები 2 ივნისს დაიწყება
წელს ასევე გაზრდილია რეგისტრირებულ მაგისტრანტთა რაოდენობა რაც 12 000ზე მეტია.
წინა წლებთან შედარებით სტუდენტთა საგრანტო კონკურსში რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად არ გაზრდილა. კონკურსზე 5 000 ზე ოდნავ მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

მაია მიმინოშვილმა ეროვნული გამოცდების დაწყების სავარაუდო თარიღიც დაასახელა. “სავარაუდოდ დავიწყებთ 2 ივლისს , როგორც ყოველთვის ხუთშაბათს ვიწყებთ. იმიტომ, რომ პირველი ორი დღე , ხუთშაბათი და პარასკევი საგამოცდოა, შემდეგ კი აბიტურიენტებს დასვენების საშუალებას ვაძლევთ. აქედან გამომდინარე სავარაუდოდ ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.”

- ხომ არ იგეგმება გამოსაშვები და მისაღები გამოცდების გაერთიანება?

” -როცა პირველად დაინერგა ამ 8 გამოსაშები გამოცდის სისტემა ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივა და პირიქით ჩვენ ვამბობდით, რომ იმ დროს როდესაც სასწავლო პროცესს ბევრი პრობლემა აქვს არ შეიძლება ახალი საგამოცდო სისტემების შექმნა. ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო განათლების სამინისტრომ. ნამდვილად არ ვარ მომხრე მოსწავლეებმა ბევრი გამოცდები აბარონ, ახალი საგამოცდო სისტემა კი კიდევ უფრო დააზიანებს სასწავლო პროცესს. საგამოცდო სისტემით რეფორმირება არ არის სწორი ნაბიჯი. “ განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.

იხილეთ ჩანაწერი.

მსგავსი სიახლეები