საატესტატო გამოცდების ტესტების ნიმუშები

საატესტატო

exam.ge

http://www.online.exam.ge – ზე განთავსებულია საატესტატო გამოცდების ტესტურ დავალებათა ნიმუშები. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეამოწმონ და გაიღრმავონ ცოდნა ონლაინ რეჟიმში. ვებ გვერდზე განთავსებულია ზოგადი უნარების ტესტიც.

ტესტირების გვერდი
www.exam.ge

შეგახსენებთ რომ 2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 21 მარტის 10:00 საათიდან 5 აპრილის 18:00 საათამდე უნდა დაარეგისტრირონ.
____________________________
2016 წლის გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ:
აბიტურიენტები;
პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები);
სტუდენტები;
მაგისტრანტობის კანდიდატები.

ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა დეტალები დეკემბერში, აპრობაციის დასრულების შემდეგ დაზუსტდება. აპრობაციის მიზანია, იმ ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების პილოტირება, რომლითაც ჩატარდება ეს გამოცდა. შეირჩევა ერთი საგამოცდო ცენტრი რომელიმე საგამოცდო ქალაქში, მოეწყობა საგამოცდო სექტორები და ჩატარდება პროცესის სრული იმიტაცია. მონაწილეები ერთ რომელიმე საგანში გაივლიან გამოცდას, თუმცა ეს არ გულისხმობს რომელიმე საგნის დავალებების ან აბიტურიენტების გამოცდას.
დამატებითი ინფორმაცია naec.ge ზე

მსგავსი სიახლეები