სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა

ოლიმპიადა სამოქალაქო განათლებაში

მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის

EXAM.GEიწყებს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მათი მხარდაჭერა. ოლიმპიადა ჩატარდება 2 ტურად.

I ტური ჩატარდება ელექტრონულად, 31 ოქტომბერს (17:00-18:00 ; 18:00-19:00)

I ტურის ტესტურ დავალებათა ნიმუშები

II ტურში გადასული მონაწილეები დაწერენ ესეს (წერილობითი და ვიზუალური სახით (powerpoint-ში), გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″-ზე.

,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″ არის პროექტი რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს სამი დღის მანძილზე ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, გაეცნონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს, მიიღონ მონაწილეობა ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.

პროექტის დასკვნით, მესამე დღეს თითოეული კომიტეტი ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო დოკუმენტს და იმსჯელებენ მიღება/არმიღების საკითხზე.

პროექტი საშუალებას მისცემს თითოეულ მონაწილეს:
• გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები

• გაიღრმავონ ლიდერული თვისებები

• ახლოს გაიცნონ ჯანმოს მუშაობის პრინციპები

• მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება

• გაიცნონ და დაუახლოვდნენ მათსავით მოტივირებულ და აქტიურ თანატოლებს.

თარიღი: 28 29 და 30 ნოემბერი
ასაკი: 16-25
სამუშაო ენა: ქართული
Dress Code: ოფიციალური

,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″-ის საკომიტეტოს სესიებს უმასპინძლებს უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია

გამარჯვებულები უფასოდ მიიღებენ მონაწილეობას მოდელირებაში, ყოველგვარი წინასწარი შერჩევის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო!

მსგავსი სიახლეები