სტატიების მიღება ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალისათვის.

„Exam.ge“ აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალ „განათლება და საზოგადოების“ პირველ ნომერში გამოსაქვეყნებლად.  ჟურნალის პირველი ნომერი გამოიცემა 2015 წლის ნოემბერში.

სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის  15 ოქტომბერი

მოთხოვნები სტატიისადმი:

  1. სტატიის საორიენტაციო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 12 გვერდს;
  2. სტატია უნდა აიკრიფოს 12 ზომის Sylfaen-ის შრიფტით;
  3. სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს 1.5 ინტერვალი;
  4. სტატიას უნდა ახლდეს მოკლე რეზიუმე

 

სტატიის მიღება იწარმოებს შემდეგი წესით:

ავტორმა სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გადმოგზავნოს Word-ის დოკუმენტის სახით შემდეგ მისამართზე – info@exam.ge . სათაურის ველში მიუთითეთ სტატია. ჟურნალის რედაქციის მიერ განიხილება სტატია. ძირითადი თემატიკაა ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში.  სტატიის დაწერისა და გამოქვეყნებისთვის მინიმალური ასაკი განსაზღვრულია 18 წლით.

 

მსგავსი სიახლეები