შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შეთავაზება ქუთაისისა და ჩოხატაურის რაიონის მეთორმეტეკლასელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შეთავაზება ქუთაისისა და ჩოხატაურის რაიონის მეთორმეტეკლასელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ახალ პროექტზე მუშაობას გაზაფხულიდან დაიწყებს. ცენტრი პილოტირებაში ჩართვას ქუთაისისა და ჩოხატაურის მე-12 კლასელებს სთავაზობს. პილოტირება ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდება. შეთავაზების თანახმად და მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით, ამ მუნიციპალიტეტების საჯარო თუ კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ არა მხოლოდ ტესტსა და სწორ პასუხებს გაეცნონ, არამედ საცდელი რეჟიმიდან გამომდინარე სრულიად უფასოდ მიიღონ მომსახურება, რომელიც მათი ნაშრომების გასწორებას ითვალისწინებს. მოსწავლეები სურვილის შემთხვევაში რეგისტრაციის გავლას 20 ოქტომბრიდან  ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge-ზე შეძლებენ.

დეტალური ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ იხ.ბმულზე

 

წყარო: naec.ge

მსგავსი სიახლეები