CAT – კომპიუტერული ადაპტური ტესტირება

რა არის ე.წ ,,CAT”?

-2011 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ტარდება კომპიუტერული ადაპტური ტესტირების მეთოდით (CAT, Computerized Adaptive Testing). ეს მეთოდი მდგომარეობს ისეთი დავალებების შერჩევაში, რომლებიც უკეთ მიესადაგება მოცემულ საგანში ყოველი კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობებს და რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას გვაძლევს ამ საგანში მისი ცოდნისა და უნარის შესახებ. გამოცდის დროს, ყოველ მორიგ დავალებაზე გაცემულ პასუხებზე დაყრდნობით ზუსტდება მოსწავლის უნარის მიმდინარე შეფასება. ამ მიმდინარე შეფასების მიხედვით, დავალებათა ბანკიდან შეირჩევა ისეთი მომდევნო დავალება, რომელზეც როგორც სწორი, ისე არასწორი პასუხის გაცემის შედეგად მიღებული ახალი შეფასება მოსწავლის უნარის შეფასებას მაქსიმალურად დააზუსტებს, ბანკის ყველა სხვა დავალებებთან შედარებით, და ა. შ.

დავალებებზე გაცემული პასუხების მიხედვით ყოველ კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა უნარის ამ მეთოდით შეფასება მოითხოვს შემთხვევითი ფაქტორების გათვალისწინებას, კერძოდ, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული როგორც მაღალი უნარის მქონე მოსწავლის მიერ მარტივი დავალების ამოხსნისას შეცდომის დაშვების ალბათობა, ისე დაბალი უნარის მქონე მოსწავლის მიერ სწორი პასუხის შემთხვევით გამოცნობის შესაძლებლობაც. ასეთ პირობებში მოსწავლეთა უნარის შესაფასებლად აუცილებელია შესატყვისი ალბათური მოდელის გამოყენება. ეს გულისხმობს მოცემულ საგანში თითოეული დავალების რიცხვითი პარამეტრების დადგენას, რომლებიც ამ მოდელის მიხედვით განსაზღვრავს მოცემული უნარის მქონე მოსწავლის მიერ ამ დავალების სწორად ამოხსნის ალბათობას.

 

როგორია ტესტირების მსვლელობა?

catt

 

ტესტირების მსვლელობის მიახლოებითი სურათი შემდეგი დიაგრამით შეიძლება გამოისახოს:

cat23

 

 

დავალებები ბანკი დახარისხებულია შინაარსობრივი არეების მიხედვითაც. ამ დახარისხების საშუალებით დავალებების შერჩევა ტესტირებისას ხდება ისე, რომ ყოველი მოსწავლისათვის მიცემული დავალებები წინასწარ დადგენილი თანაფარდობით პროპორციულად იყოს განაწილებული შინაარსობრივი სფეროების მიხედვით. ამისათვის ყოველი შემდეგი დავალების შერჩევა ხდება იმ შინაარსობრივი არიდან, რომელიც მოსწავლისათვის მანამდე მიცემულ დავალებებში ყველაზე ნაკლებად იყო წარმოდგენილი.

 

დროის ლიმიტი კომპიუტერული ადაპტური ტესტირებისას

ტესტურ დავალებებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეს გამოყოფილი აქვს 100 წუთი. თითოეული დავალებისათვის პირობითად 2 წუთია განსაზღვრული. აპლიკანტს შეუძლია დავალებებზე მუშაობისას დარჩენილი 10 წუთი გამოიყენოს რეზერვის სახით.

მოსწავლეს დავალებებზე პასუხის გაცემისას  დროის რეზერვის კონტროლი რომ გაუმარტივდეს, მონიტორზე ჩანს  დროის ლიმიტის აღმნიშვნელი ზოლი, რომლის ნახევარი შეფერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზერვის სახით მას აქვს 10 წუთი.

თუ მოსწავლე დავალებას 2 წუთზე უფრო ადრე პასუხობს, დარჩენილი დრო მის რეზერევს  ემატება და ზოლის მუქი ნაწილი იზრდება.

თუ მოსწავლე თითოეულ დავალებას 2 წუთზე მეტს ანდომებს, ეს ლიმიტი თანდათან იწურება, შესაბამისად, ზოლის შეფერილი ნაწილი მცირდება.

დროის რეზერვის ამოწურვის შემდეგ თითოეულ დავალებაზე პასუხის გასაცემად პროგრამა მოსწავლეს მხოლოდ 2 წუთს აძლევს. 2 წუთის გასვლისთანავე დავალება ქრება და ჩნდება შემდეგი დავალება.

 

 

2014 წლის გამოცდაზე: ათვლა იწყება 5.0დან და ბარიერი არის 5.5

 

მსგავსი სიახლეები