ინფორმატიკის ქართულ/ფრანგული საბაკალავრო პროგრამა

ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული პროგრამა 2008 წლიდან ფუნქციონირებს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-ს და უნივერსიტეტ “პარიზი 8″-ის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ სტუდენტთათვის, რომელთაც მაღალი ხარისხის ევროპული განათლების მიღება სურთ ინფორმატიკის დარგში.

პროგრამის კურსდამთავრებულები იღებენ ორმაგ დიპლომს ( თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტ “პარიზი 8″-ის), რაც მათ საშუალებას აძლევს, სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაზე ფრანგულ და ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ქართულ-ფრანგული პროგრამა მოიცავს თსუ-ს ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის -„კომპიუტერული მეცნიერება“, 60 სავალდებულო კრედიტს, რომელსაც სტუდენტები უნივერსიტეტში ჩარიცხვის პირველ წელს მოიპოვებენ და ფრანგული უნივერსიტეტის „პარიზი 8“-ის ლისანსის 180 კრედიტს, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს სტუდენტმა.

download

მოხარული ვარ რომ ამ პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა მომეცა, ჩემს წარმატებაში ინფორმატიკის ქართულ-ფრანგულ საბაკალავრო პროგრამას უდიდესი წვლილი აქვს, მომეცა შესაძლებლობა ერთი წლის მანძილზე მესწავლა საფრანგეთის ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში. ვფიქრობ ფილიერი გზას უხსნის
კურსდამთავრებულებს საერთაშორისო შრომით ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად

მ.მაისურაძე(პროგრამის სტუდენტი 2015 წლიდან)

რა უპირატესობები აქვს ინფორმატიკის ქართულ-ფრანგულ საბაკალავრო პროგრამას?

  • სწავლის საფასური მხოლოდ 2250 ლარი (იგივე რაც ქართულ საჯარო უნივერსიტეტებში)
  • სრულად დაფინანსებული 1 სავალდებულო სემესტრი უნივერსიტეტ „პარიზი 8“-ში(საფრანგეთი)
  • დასაქმების 100 % -იანი მაჩვენებელი
  • მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ან მობილობით
  • ევროპული ხარისხის განათლება
  • სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ევროპის ნებიესმიერ ქვეყანაში!
  • რა ენაზე მიმდინარეობს სწავლება?
    პროგრამის სასწავლო კურსებს უძღვებიან ქართველი და ფრანგი მოწვეული პროფესორები, ამიტომ სწავლება ორენოვანია. თუმცა პროგრამაზე სწავლისთვის ფრანგული ენის ცოდნა სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენს. ფრანგული ენის სავალდებულო კურსებს, ისევე როგორც დამატებით ინტენსიურ კურსებს, სწავლის დაწყებისთანავე გაივლით.

    როგორ ხდება სტუდენტების მიღება?
    ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ან მობილობით.
    დამატებითი ინფორმაციისთვის: +995 32 2300196
    http://www.ffi.tsu.ge/
    thumbnail

    მსგავსი სიახლეები