Webometrics-ის ახალი რანჟირებით თსუ კვლავ კავკასიის რეგიონის ლიდერია

Capture
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის 2006-დან 830-ე ადგილზე გადაინაცვლა

მსოფლიო უნივერსიტეტების ვებრანჟირება ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ესპანური ორგანიზაცია Consejo Superior de Investigaciones Cientificas (CSIS)-ის ლაბორატორიის Cybernetrics Lab ინიციატივით ხორციელდება. ორგანიზაცია ესპანეთის მასშტაბით 126 ცენტრს და ინსტიტუტს აერთიანებს. უნივერსიტეტების რაჟირებისას ორგანიზაცია ითვალისწინებს სხვა ვებგვერდებიდან მინიშნების მაჩვენებელს (Google, Yahoo, Live Search, Exalead), უნივერსიტეტის ვებგვერდის შიგა გვერდების რაოდენობას, მასზე სრულყოფილი ტექსტების რაოდენობას, ვებგვერდზე განთავსებული სამეცნიერო სტატიების და მათი ციტირების რაოდენობას.

2015 წლის მარტის რანჟირებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პირველ ადგილს ხოლო მსოფლიოში 2006-ე ადგილს იკავებდა. ევროპის უნივერსიტეტებს შორის კი 714-ე ადგილზე იმყოფებოდა. ამ რეიტინგში
ტექნიკური თვალსაზრისით არ იქნა გათვალისწინებული უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდებზე არსებული მაჩვენებლები. ISET-ისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემები, შეცდომით, ცალკე იქნა დათვლილი და რანჟირებული.
Capture

ამ შეცდომის კორექტირების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის 2006-დან 830-ე ადგილზე გადაინაცვლა. ხოლო ევრუპული უნივერსიტეტების სიაში 349-ეა. თსუ რეგიონში კვლავ ლიდერია.

მსგავსი სიახლეები